Sunday, August 15, 2010

SOS ბავშვთა სოფლების ფესვები, ხედვა, მისია და ფასეულობები

წინასიტყვაობა

როდესაც ზრდასრულები ვხდებით, ვამჟღავნებთ, თუ როგორ ვვითარდებოდით ბავშვობაში. ბავშვობის ხარისხი გადამწყვეტია – იგი მომავალ ცხოვრებაში მოქმედებს როგორც დამხმარე ან ხელისშემშლელი ფაქტორი: რამ ჩაუყარა საფუძველი ჩვენს შემდგომ განვითარებას – დანაკარგმა და ტკივილმა თუ სიყვარულმა და პატივისცემამ? ყველამ ვიცით, რომ ბავშვობის პერიოდი გადამწყვეტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვებს მაინც უგულვებელყოფენ, მათით მანიპულირებენ, ბოროტად იყენებენ და სტოვებენ მათ.
ჩვენი მისია SOS ბავშვთა სოფლებში არის ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა – ხშირად ბავშვობის მთელი პერიოდის განმავლობაში – და ოჯახების და საზოგადოების გაძლიერება, როგორც ხელისშემშლელი ღონისძიება ბავშვების მიტოვებისა და სოციალური უგულვებელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
ორგანიზაციისათვის ნამდვილად რთული – მაგრამ ამასთანავე ღირსეული და მნიშვნელოვანი – ამოცანაა აღადგინოს ბალანსი მიტოვებულ, მიუსაფარ, სულიერად და ფიზიკურად ტრამვირებულ ბავშვთა ცხოვრებაში, შეიფაროს ისინი, როდესაც კრიზისი/გაჭირვება ძირს დასცემს მათ; დახმარება აღმოუჩინოს თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად და ხელი ჩაჰკიდოს მას ბავშვობიდან ზრდასრულობისკენ მიმავალ გზაზე.
მოზარდებზე ბავშვობის პერიოდის ზეგავლენის ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც გამორჩეული ისტორიის მქონე ორგანიზაციისათვის. ჩვენი შემდგომი განვითარების გადამწყვეტ სათავეს წარმოადგენს SOS ბავშვთა სოფლები.
რაც უფრო “ვიზრდებით”, აწმყო სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ძალისხმევის საზომი, მომავალი კი - გამოწვევა. სწორედ ტრადიციულისა და თანადროულობის, პროფესიონალიზმისა და თანაგრძობის სინთეზი წარმართავს შOშ ბავშვთა სოფლების საქმიანობას ათასობით ბავშვისა და ახალგაზრდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას.
SOS ბავშვთა სოფლების მისიის ბიულეტინში განსაზღვრულია ჩვენი ზოგადი სტრუქტურა, მოტივაცია და ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი ჭეშმარიტი სოციალური ცვლილება, რომელიც სარგებლობას მოუტანს ბავშვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ესაა ჩვენი ხედვა: ვიშრომოთ განუწყვეტლივ, მივაღწიოთ, რომ ჩვენი დახმარებით ბავშვებმა შეძლონ გამოიყენონ თავიანთი უფლება - ჰქონდეთ ბავშვობა და ხელი შევუწყოთ მათ ჯანსაღ განვითარებას ოჯახის, უსაფრთხოების დაცვის, სიყვარულისა და პატივისცემის მეშვეობით.


პრეზიდენტი